კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა საქართველოში. ქვეყნაში აპრილის შემდეგ ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ხუთ შემთხვევაში ვირუსის გავრცელების პირველწყაროს დადგენა ჯერ ვერ ხერხდება. ახალი ინფიცირებულებიდან უმეტესობა ბათუმთანაა დაკავშირებული. გამოჯანმრთელდა 17 პაციენტი.