სტაბილური ეპიდემიოლოგიური სიტუაციია ამ დროისთვის ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. დაბა სტეფანწმინდის იმ უბანში, სადაც კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდა, ადგილობრივებს დამატებითი კვლევა ჩაუტარდათ. აღებულია დაახლოებით 50 ნიმუში, რომლის პასუხები დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი.
ამ დროის მონაცემებით, უმეტესობაზე პასუხი უარყოფითია.