მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი სულ 453 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. გარდაცვლილთა რაოდენობა 7 800-ზე მეტით გაიზარდა. ბოლო დღე-ღამეში რეგისტრირებული შემთხვევების თითქმის ნახევარი, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაშია. მეორე ადგილზე ევროპის რეგიონია. სულ გლობალური მასშტაბით აღრიცხულია კოვიდ-19-ის 63 მილიონზე მეტი შემთხვევა, აქედან 41 მილიონი პაციენტი გამოჯანმრთელდა. თითქმის მილიონნახევარი ადამიანისთვის ვირუსი სასიკვდილო აღმოჩნდა.