ბათუმში, გასულ ღამეს გამოკვლეული 70 პირიდან, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა. მათგან 15 ქობულეთის კლასტერს უკავშირდება, ნაწილი კარანტინში, ნაწილი კი – ცხელების ცენტრში იმყოფება. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებით მოძიებულია 450 კონტაქტი, მათგან 225 უკვე გამოკვლეულია.
ქობულეთის კლასტერს უკავშირდება 29 დადასტურებული შემთხვევა.
ამ დროისთვის კლინიკა „მედ ალფაში“ 30 ინფიცირებული რჩება.