რა გავლენა შეიძლება ქონდეს კორონავირუსს საქართველო-ჩინეთის ეკონომიკურ ურთიერთობაზე.
საქართევლოში ჩინეთის ელჩის განცხადებით, ნეგატიური შედეგი უკვე სახეზეა და ვითარების გართულების შემთხვევაში შესაძლოა მან გავლენა იქონის მსხვილი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ტემპზეც. დიპლომატი მოუწოდებს ოფიციალურ თბილისს, გადახედოს დაწესებულ დროებით შეზღუდვებს და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებზე გაამახვილებს ყურადღებას.
ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 910-მდე გაიზარდა. ჩინეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში 908 ადამიანია დაღუპული. ვირუსით ერთი ადამიანი დაიღუპა ჰონგ კონგში, ერთი კი ფილიპინებზე. მთელი მსოფლიოს მაშტაბით, კორონავირუსით 40 710 ადამიანია ინფიცირებული, მათგან 40 171 ჩინეთში, 539 კი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.