ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახების დაკმაყოფილების პროცესი დაიწყო.
მოქალაქეები, რომლებიც საცხოვრებელ ფართებს წლების განმავლობაში უშედეგოდ ელოდნენ, ბინებს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად მიიღებენ.
პირველ ეტაპზე საუბარია სოციალურად დაუცველ 40 ოჯახზე.
კოოპერატიული ბინათმშენებლობით კიდევ 3 000-მდე ოჯახია დაზარალებული. მათზე საცხოვრებელი ფართების გაცემა ეტაპობრივად იგეგმება.