დევნილების მოთხოვნა

უკვე ერთ კვირაზე მეტია, დევნილის, სოციალურად დაუცველის და უსახლკაროს სტატუსის მქონე მოქალაქეები ვაშლიჯვარში, 158-ე სკოლასთან მდებარე შენობაში რჩებიან.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავებიც. მოქალაქეებმა კარკასულ მდგომარეობაში არსებული შენობა დაიკავეს და საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას მოითხოვენ. მანამდე კი ნაგებობის დატოვებას არ აპირებენ.

ადგილზე იმყოფება საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე. დეპუტატი ამბობს, რომ თბილისში რეგისტრირებულ მოქალაქეებს დახმარებას შესაბამისი რაიონის გამგეობა გაუწევს.

შენობა, რომელშიც მოქალაქეები შეიჭრნენ, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. არსებული ინფორმაციით, ნაგებობა არ არის მყარი, აუცილებელია მისი ნაწილის დემონტაჟი, რაც მას საფრთხის შემცველს ხდის.