ბინების გადაცემა

ბინათმშენებლობის პროექტის ფარგლებში, თბილისსა და რუსთავში საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა დასრულდა – ბინები პოლიციელებს გადაეცა. პროექტის მიხედვით, სამართალდამცავებს სახელმწიფო უფინანსებს მშენებლობის ღირებულების 40%-ს, ხოლო დარჩენილ 60%-ს საკუთარი სახსრებით ან იპოთეკური სესხით ფარავენ. ბინები საკუთრებაში გადაეცა თბილისში – 83 პოლიციელსა და რუსთავში – 56-ს. ბათუმში ბინათმშენებლობის პროცესი გრძელდება.