ბინები სამხედროებისთვის

ყოფილი და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების ბინებით უზრუნველყოფაზე სპეციალური კომისია იზრუნებს. სწორედ თავდაცვის სამინისტროში შექმნილი ჯგუფი შეისწავლის იმ 5 000 ოჯახის განცხადებებს, რომლებიც წლებია, თავდაცვის უწყების ბალანსზე არსებულ შენობებში ცხოვრობენ და ბინების დაკანონებას ითხოვენ.

სამხედროების გარდა, მათ შორის არიან დევნილები და სოციალურად დაუცველი მოქალაქეებიც. იმის გამო, რომ ფართები საკუთრებაში რეგისტრირებული არ აქვთ, ათასობით ოჯახი წლებია, მძიმე საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ვერ ახერხებს.