"კონსტიტუციის 42-ე მუხლის" და "ადვოკატთა ასოციაციის" ანგარიში - რა გამოწვევებზეა საუბარი დოკუმენტში
მოსამართლეების შერჩევა-დანიშვნა, დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი და სასამართლოს მიმართ დაბალი ნდობა – სწორედ ამ გამოწვევებზეა საუბარი იმ ანგარიშში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლმა” და “ადვოკატთა ასოციაციამ” მოამზადეს.
ანგარიშის ავტორებმა ბოლო ათი წლის განმავლობაში მართლმსაჯულების სისტემაში განვითარებული მოვლენები შეისწავლეს. ავტორების თქმით, დოკუმენტი ჯერ კიდევ გასულ წელს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გააცნეს, თუმცა, პრობლემური საკითხების გადაწყვეტა ამ დრომდე არ მომხდარა.
ასევე, ამავე დოკუმენტის მიხედვით, ადვოკატთა ასოციაცია სპეციალურ კომისიას შექმნის, რომელიც იმ ადვოკატების რეაბილიტაციის პროგრამაზე იმუშავებს, რომლებიც გასულ წლებში სხვადასხვა მუხლებით პასუხისგებაში იყვნენ მიცემულნი.