კონკურსი პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში

პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითები გამოვლინდა. წელს პირველი ადგილი ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის თანამშრომლობამ მოიპოვა.

ღონისძიება „წლის საუკეთესო რეგიონული თანამშრომლობა 2024“ შუახევში, პროფესიული უნარების სააგენტოს ინიციატივით, განათლების სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და UNDP-ის მხარდაჭერით გაიმართა. ყოველწლიური ღონისძიების მიზანი პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკის გამოვლენა, თანამშრომლობის განვითარება და წახალისებაა.