პრემიერის სახელმწიფო ვიზიტი თურქეთში 

პირველი განცხადებები ანკარიდან – საქართველოს პრემიერი თურქეთში სახელმწიფო ვიზიტით არის ჩასული.

თურქეთისთვის საქართველო რეგიონული თანამშრომლობის გასაღებია, – ასეთია მთავარი გზავნილი რეჯეფ ტაიპ ერდოღანისგან, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილი პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდა. დღის წესრიგში იყო რეგიონში შეცვლილი გეოპოლიტიკური ვითარება და ამ ფონზე ერთობლივი სტრატეგიული პროექტების განხილვა,

მთავარი აქცენტი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე გაკეთდა. მთავარი ამოცანა ახლა სტრატეგიულ პარტნიორებს შორის სავაჭრო ბრუნვის მოცულობის სამ მილიარდ დოლარამდე გაზრდაა. თურქეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ენერგეტიკულ პროექტებსაც.