„ეურაქსეს ჯორჯია“

2020 წლის თებერვლიდან „ეურაქსესის“ პლატფორმაზე გაჩნდება ინფორმაცია საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მიმდინარე პროექტებისა და კონკურსების შესახებ.

ქართველ მეცნიერებს კი ექნებათ პირდაპირი წვდომა „ეურაქსესის“ წევრ 40-ზე მეტი ქვეყნის სამეცნიერო ფონდებსა და მრავალმილიონიან კვლევით პროექტებზე. პლატფორმაზე ინტეგრაციისთვის ევროკომისიამ 200 000 ევროს გრანტი გამოყო. ქართველი მეცნიერები ასევე  შეძლებენ ჩაერთონ „ჰორიზონტ იუროფის“ სამეცნიერო პოლიტიკის შემუშავებაში. პორტალზე ინფორმაცია განთავსდება ქართულ, ინგლისურ და აფხაზურ ენებზე. მასშტაბურ საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა აფხაზ მეცნიერებს საქართველოს სახელით შეეძლებათ.