ხუთი მსხვილი ნავთობკომპანია სოლიდური თანხის არის დაჯარიმებული.
კონკურენციის სააგენტომ საწვავის ბაზარზე ერთწლიანი მოკვლევა დაასრულა. კომპანიები „ვისოლი“, „ლუკოილი“, „რომპეტროლი“, „გალფი“ და „სოკარი“ კონკურენციის წესების დარღვევაში და შეთანხმებულ მოქმედებებში ამხილეს. მოკვლევის მიხედვით დადგინდა, რომ 2022 წლის მარტი-აგვისტოს პერიოდში საქართველოში საწვავის გაიაფება საერთაშორისო ბაზარზე მიმდინარე ტენდენციების გათვალისწინებით შესაძლებელი იყო, თუმცა ხუთმა კომპანიამ ფასი ხელოვნურად არ შეამცირა. დაჯარიმებული კომპანიები სააგენტოს დასკვნას არ ეთანხმებიან და სამართლებრივი დავისთვის ემზადებიან. ფასების შემცირების რამდენიმე თვიანი ტენდენციის შემდეგ ქვეყანაში ზაფხულის დასაწყისიდან საწვავი ისევ გაძვირდა. ბაზრის მონიტორინგი გრძელდება.