აქცია „ლუკოილთან“

შრომითი პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ კომპანია „ლუკოილის“ ქართული ოფისის თანამშრომლები.

მოქალაქეებმა დღეს გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. მათი ინფორმაციით, კომპანიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომელშიც მონაწილეობს ჯანდაცვის სამინისტროს მედიაციაც, თუმცა მოთხოვნებზე დასაქმებულებს კონკრეტული პასუხები არ აქვთ. აქციის მონაწილეთა განცხადებით, დასაქმებულები მოითოხვენ ხელფასის ზრდას 40-50 %-ით, შვებულების უფლებას, შესვენების დროის გამოყენებას და ჯანმრთელობის დაზღვევას. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში „ლუკოილში“ დასაქმებულები მთელი საქართველოს მასშტაბით გაფიცვას აანონსებენ.

„მოამბე“ კომენტარისთვის დაუკავშირდა კომპანია „ლუკოილს“, თუმცა კომპანიაში კომენტარს არ აკეთებენ.