პროტესტი საწვავის გაზრდილი ფასების გამო

საწვავის გაზრდილ ფასებთან დაკავშირებით, მოქალაქეებმა დიღომში, ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია გამართეს. მათი განცხადებით, ბოლო კვირების განმავლობაში საწვავის ფასმა არაერთხელ მოიმატა, რაც პანდემიის პირობებში მოქალაქეებისთვის დამატებითი ტვირთია. აქციის მონაწილეებს კომპანია „ვისოლის“ დირექტორი, ვასილ ხორავა შეხვდა და საწვავზე ფასის მატების მიზეზები განუმარტა. ვასილ ხორავამ პროტესტის მონაწილეებს შეხვედრაც შეთავაზა. შეკრებილები საპროტესტო აქციის გამართვას მომავალშიც აანონსებენ.

დატოვე კომენტარი