ტაბუ ახსნილია. კათოლიკური ეკლესია სექსუალური ძალადობის პრობლემის აღმოფხვრისთვის მოქმედებას იწყებს.
ვატიკანში კათოლიკური ეკლესიისთვის უპრეცედენტო კონფერენცია გაიხსნა, რომელსაც ეპისკოპოსების ეროვნული კონფერენციების ხელმძღვანელები 130-ზე მეტი ქვეყნიდან ესწრებიან.
სამიტში მონაწილეობენ ექსპერტები და რელიგიური ორდენების მეთაურებიც. ვატიკანის სამიტის მთავარი ამოცანა კათოლიკურ ეკლესიაში მონაზვნების და არასრულწლოვნების წინააღმდეგ სამღვდელოების მხრიდან არსებული ძალადობის დასრულებაა.