კონგრესი სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ

ტაბუ ახსნილია. კათოლიკური ეკლესია სექსუალური ძალადობის პრობლემის აღმოფხვრისთვის მოქმედებას იწყებს.

ვატიკანში კათოლიკური ეკლესიისთვის უპრეცედენტო კონფერენცია გაიხსნა, რომელსაც ეპისკოპოსების ეროვნული კონფერენციების ხელმძღვანელები 130-ზე მეტი ქვეყნიდან ესწრებიან.

სამიტში მონაწილეობენ ექსპერტები და რელიგიური ორდენების მეთაურებიც. ვატიკანის სამიტის მთავარი ამოცანა კათოლიკურ ეკლესიაში მონაზვნების და არასრულწლოვნების წინააღმდეგ სამღვდელოების მხრიდან არსებული ძალადობის დასრულებაა.