ქობულეთში ცოლმა ქმარი დაჭრა.
გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტი ოჯახურ ნიადაგზე მოხდა. ქმარმა ცოლს სცემა, რის შემდეგაც მეუღლემ მას ჭრილობა დანით მიაყენა.
დაშავებულს ჭრილობა ზურგისა და მუცლის არეში აღენიშნება. იგი ქობულეთის რეგიონულ საავადმყოფოში იმყოფება.
ფაქტზე გამოძიება მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.