მკვლელობა საგარეჯოში

12:26, 12.11.2023

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 29 წლის მამაკაცი თანასოფლელმა მოკლა. შემთხვევა სოფელ ქეშალოში, გვიან ღამით ქორწილში მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფულთან დაკავშირებით დაიწყო, რაც სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა, მკვლელობა, სავარაუდოდ, ცივი იარაღით მოხდა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. საქმეზე სამართალდამცველებმა 33 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი