კონფერენცია სკოლებში ბულინგისა და ძალადობის საკითხებზე

სკოლებში ბულინგისა და ძალადობის საკითხები იყო ერთ-ერთი მთავარი თემა კონფერენციაზე, რომელსაც სამოქალაქო განათლების მასწავლებლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე 250 პედაგოგი იმყოფებოდა.

გამოცდილების გაზიარებასთან ერთად, ღონისძიება პრეზენტაციასაც ითვალისწინებდა. კონფერენციაზე სტენდები წარმოადგინეს, რომლებზეც მონაწილე მასწავლებლების წლიური სასკოლო აქტივობა იყო ნაჩვენები.

დღის ბოლოს კი 35 ნომინაციაში გამარჯვებული პედაგოგები დაჯილდოვდნენ.