„არცერთი მოსწავლე კომუნიკაციის და განათლების გარეშე“ – ამ სახელწოდებით კონფერენცია მიმდინარეობს თბილისში. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს ბაგა-ბაღებსა და საჯარო სკოლებში პოლონური ინკლუზიური განათლების მოდელის გაზიარებას და შშმ ბავშვებისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდას. შეხვედრის ფარგლებში მოწვეული ექსპერტები განიხილავენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა – აუგმენტური და ალტერნატიული კომუნიკაცია, პოლიმოდალური კომუნიკაცია და სხვა. ღონისძიება პოლონეთისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის ფონდის მხარდაჭერით იმართება.