ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთა და პრევენცია – ამ სახელწოდების კონფერენცია იმართება თბილისში. ღონისძიება ევროპის საბჭოსა და საქართველოს მთავრობის ინიციატივით მიმდინარეობს.
მთავარი თემა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფისა და სტამბოლის კონვენციის მხარეთა კომიტეტის მიერ საქართველოს მიმართ გაცემული რეკომენდაციების განხილვაა. მონაწილეობენ სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე აკადემიური წრეების წარმომადგენლები.