„თანამშრომლობა დადებითი ცვლილებებისთვის” – კონფერენცია თბილისში

15:20, 28.06.2023

„თანამშრომლობა დადებითი ცვლილებებისთვის“ – თბილისში კონფერენცია იმართება. ევროკავშირის მხარდაჭერილი ორდღიანი ღონისძიება მიზნად ისახავს გავლენაზე ორიენტირებული ინვესტირების ფართოდ გავრცელებულ, საერთაშორისო მიდგომების წარმოჩენას, პოპულარიზაციასა და გამოცდილების გაზიარებას სოციალური მეწარმეობის მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის. კონფერენციას 40-ზე მეტი ქვეყნიდან ესწრება 200-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი სტუმარი.

მსგავსი