მარიამ ქვრივიშვილის მაღალი დონის შეხვედრები ბაქოში
მაღალი დონის შეხვედრები, სტრატეგიული პროექტები და ორი ქვეყნის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება – საქართველოს ვიცე-პრემიერის ვიზიტი აზერბაიჯანში დასრულდა.
მარიამ ქვრივიშვილი ქვეყნის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, აზერბაიჯანელ კოლეგას და პრემიერ-მინისტრს შეხვდა. პარტნიორებმა სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილეს. აქცენტი გაკეთდა მიმდინარე და დაგეგმილ ერთობლივ რეგიონულ პროექტებზე. ყურადღება დაეთმო ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობასაც. ხაზი გაესვა დაკავშირებადობის გაძლიერებისა და რეგიონის სატრანსპორტო, ლოგისტიკური და ენერგეტიკული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების მნიშვნელობას. შეხვედრებზე ითქვა, რომ წარმატებით განხორციელებული პროექტებისა და სავაჭრო თანამშრომლობის შედეგად, აზერბაიჯანი 2000 წლიდან სტაბილურად იკავებს ადგილს საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა ათეულში.