საქართველო გლობალურ ფინტეკ ფორუმზე
საქართველო პოტენციურ პარტნიორებს ამჯერად ციფრულ პროდუქტებსა და სერვისებს აცნობს.
ჩვენი ქვეყანა სინგაპურში გლობალურ ფინტექ ფორუმზე ეროვნული პავილიონით არის წარმოდგენილი. საერთაშორისო აუდიტორიას საშუალება აქვს საქართველოს ფინტექ ეკოსისტემაში განხორციელებულ რეფორმებსა და მიღწევებს გაეცნოს და დეტალური ინფორმაციის მიიღოს ღია ბანკინგის შესახებ. ფინტექ ფორუმში ასზე მეტი ქვეყნის ცენტრალური ბანკის ხემძღვანელი მონაწილეობს. მათ შორის არის საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. ნათია თურნავა კოლეგებთან, ფინანსური მარეგულირებლებისა და წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს.
გამოფენა 20 ნოემბრამდე გაგრძელდება.