მარკეტინგული კამპანია დიდ ბრიტანეთში
საერთაშორისო მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთის 50-მდე ცენტრალურ ლოკაციაზე საქართველოს საიმიჯო ბანერებია განთავსებული. მათ შორის, ლონდონის ისეთ პრესტიჟულ უბნებსა და ხალხმრავალ ადგილებში, როგორებიცაა მეიფერი, კენსინგტონი, ნოთინგ ჰილი, ბრიქსტონი, ქვინს პარკი, ჩელსი, ტაუერ ბრიჯი და სხვ. აღნიშნული კამპანია დიდ ბრიტანეთში, მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდება. საერთაშორისო ბაზრებზე გათვლილი მარკეტინგული აქტივობები უცხოელი მოგზაურების დაინტერესებასა და საქართველოს, როგორც ოთხივე სეზონის განმავლობაში მიმზიდველი ტურისტული მიმართულების, ცნობადობის ამაღლებას ემსახურება.