კოალიციამ „ინფორმაციის სანდოობისთვის“ რუსული დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული საფრთხეების შესახებ კონფერენციას უმასპინძლა. კონფერენცია მიზნად ისახავს საინფორმაციო სივრცეში მავნე ზემოქმედების ეკოსისტემის შეფასებასა და საქართველოს განვითარებადი გამოწვევების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას. ორგანიზაციის წევრებმა, ასევე, დეზინფორმაციასა და ჰიბრიდულ საფრთხეებზე სახელმწიფოს რეაგირების შესახებ მომზადებული კვლევები წარადგინეს და აღნიშნეს, რომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია და სამინისტროების სტრატეგიული კომუნიკაციის გვერდები მათ მოვალეობებს ჯეროვნად ვერ ასრულებენ.