კომუნიკაციების კომისიის მიერ შექმნილი სახელმძღვანელო

კომუნიკაციების კომისიამ უკუკავშირის მიზნით ევროკომისიას, მაუწყებლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მედიაში სიძულვილის ენის, ტერორიზმისკენ მოწოდებისა და უხამსობის რეგულირების შესახებ შემუშავებული სახელმძღვანელო გაუზიარა. სახელმძღვანელოში განმარტებულია თითოეული ნორმა, პროცედურა და პროცესი. დოკუმენტის შექმნას მხარი ევროკავშირმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაუჭირეს. კომენტარების მიღების შემდგომ კი, კომისია საბოლოო დოკუმენტს დაამტკიცებს.