შალვა პაპუაშვილი გერტ იან კოპმანს შეხვდა

15:16, 02.05.2024

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორის ვიზიტი გრძელდება. გერტ იან კოპმანი ცოტა ხნის წინ საქართველოს ვიცე-პრემიერს. ეკონომიკის მინისტრს შეხვდა, მანამდე კი შეხვედრა გამართა პარლამენტის თავმჯდომარესთან. შალვა პაპუაშვილმა კომპანს მადლობა გადაუხადა საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებაში წარმატებული და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. მხარეებმა განიხილეს ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯის განხორციელება. კოპმანმა გამოხატა ქართულ მხარესთან შემდგომი თანამშრომლობის მზაობა. მხარეებმა ასევე მიმოიხილეს საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენები.

მსგავსი