პარლამენტს 2018 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს დოკუმენტის შინაარსი ვახტანგ აბაშიძემ გააცნო. ანგარიშში მნიშვნელოვან პროექტებთან ერთად, საუბარია გამოწვევებსა და გეგმებზეც. აბაშიძის ცნობით, 2018 წელს, კომისიამ ინტერნეტის ხარისხის კონტროლის სისტემა დანერგა და მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარე და ხარისხი გაზომონ. ასევე შეამოწმონ, რამდენად იცავს მისი პროვაიდერი კომპანია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს და არის თუ არა მათი უფლებები დაცული. ვახტან აბაშიძემ მედიაწიგნიერების განვითარების მიმართულებით მიღწეულ შედეგებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დამტკიცდა მედიაწიგნიერების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, ასევე შეიქმნა მედიაწიგნიერების დეპარტამენტი, რომელიც მედიაპროდუქტების მომხმარებლების მედიაწიგნიერების განვითარებაზე იზრუნებს.