კომუნიკაციების კომისიის ანგარიში

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე.

დეპუტატებმა მას მხარი დაუჭირეს. კომისიის საქმიანობასა და სამ მთავარ მიმართულებაზე, მომხმარებელთა ინტერესებზე, კონკურენტული გარემოს განვითარებაზე და მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობაზე ვახტანგ აბაშიძემ ილაპარაკა. ანგარიშის განხილვის დროს დამოუკიდებელ დეპუტატს, ლევან კობირიძეს სწორედ მომხმარებელთა უფლებების დაცვის ნაწილში ჰქოდა კითხვები. მისი განმარტებით, გასულ წელს კომისიასთან შედგა შეთანხმება, რომ მომხმარებელთა უფლებებს დაეთმობოდა უფრო მოცულობითი თავი  ანგარიშში, რაც არ შესრულდა. საკითხს არ დაეთანხმა ვახტანგ აბაშიძე. მისი თქმით, სწორედ მომხმარებელთა უფლებებზე არის აგებული 2018 წლის ანგარიში და სავარაუდოდ, ლევან კობერიძეს არ აქვს დეტალური ინფორმაცია. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი მზად არის, დამოუკიდებელ დეპუტატთან დამატებითი შეხვედრა გამართოს და მიაწოდოს ინფორმაცია კომისიის აქტივობის შესახებ.