კომპანია "ვიზეარის" განცხადება ლარნაკაში მგზავრების ფრენის შეფერხებასთან დაკავშირებით 

ლარნაკაში მგზავრების ფრენის შეფერხებასთან დაკავშირებით ,ვიზეარი განცხადებას ავრცელებს: “2018 წლის 2 იანვარს, რამდენიმე მგზავრი რეისზე ლარნაკა-ქუთაისი, არ გამოცხადდა დროულად თვითმფრინავში ჩასხდომის გასასვლელთან. მგზავრთა გადაყვანის ზოგადი პროცედურების შესაბამისად, რითაც ხელმძღვანელობს ყველა ავიაკომპანია, მგზავრები, რომელიც ჩასხდომის გასასვლელის დახურვის შემდგომ გამოცხადდებიან, აღარ დაიშვებიან რეისზე.

ამ შემთხვევაში, მგზავრებს ავიაკომპანიის წარმომადგენლები უწევენ დახმარებას, გადაჯავშნონ ფრენა მომდევნო რეისზე. ფრენის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, “ვიზეარი” შეახსენებს მგზავრებს, რომ ჩასხდომის გასასვლელთან უნდა გამოცხადდნენ თვითმფრინავის აფრენის დროდან 30 წუთით ადრე.” ნათქვამია “ვიზეარის” განცხადებაში.

საქართველოს 9 მოქალაქე კი  ავიაკომპანია “ვიზეარისგან” და კვიპროსში საქართველოს საელჩოსგან დახმარებას ითხოვს. ავიაკომპანიისა და აეროპორტის წინააღმდეგ ტურისტები სარჩელსაც ამზადებენ.