ქუთაისი-ლარნაკას რეისი სავარაუდოდ, უამინდობის გამო გადაიდო
ქუთაისი-ლარნაკას რეისი სავარაუდოდ, უამინდობის გამო გადაიდო

ქუთაისი-ლარნაკას ავიარეისი მინიმუმ, ხუთი საათით გადაიდო.

როგორც პირველი არხის კორესპონდენტი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან იუწყება, აეროპორტის ადმინისტრაციაში რეისის გადადებას უამინდობას უკავშირებენ.

აეროპორტის ადმინისტრაციის ცნობით, ავიაკომპანია „ვიზეარის“ თვითმფრინავი, რომელიც კვიპროსის მიმართულებით უნდა გაფრენილიყო, საბერძნეთიდან ჩამოფრენას უამინდობის გამო ვერ ახერხებს.