კომპანია „სვეტის“ დამფუძნებელი და დირექტორი დაკავებულები არიან.
გია ჯიბლაძეს და თორნიკე ჯანელიძეს გამოძიება თაღლითობასა და თანხების მითვისებაში ადანაშაულებს.
დავის საგანია ხუთი ობიექტი. კომპანიას სამშენებლო სამუშაოები უნდა ეწარმოებინა, თუმცა მენაშენეებთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობები დაირღვა.
„სვეტს“ 4 000-მდე მენაშენე უჩივის.