მენაშენეების პროტესტი ბათუმში

ბათუმში, თამარ მეფის ქუჩაზე, შესაძლოა, ოლიმპიური ქალაქის ნახევრად აშენებული ორი კორპუსის დემონტაჟი განხორციელდეს. გადაწყვეტილებას მენაშენეების პროტესტი მოჰყვა. მათი განცხადებით, ერთ-ერთ შეხვედრაზე მერმა მათ უთხრა, რომ ობიექტი უნებართვოდ აშენდა და კომპანია „სვეტს“ მხოლოდ ხიმინჯებამდე მშენებლობის ნება ჰქონდა.

მენაშენეები დემონტაჟის ბრძანების გაუქმებას ითხოვენ, ასევე მოითხოვენ მერიამ მათ სხვა ინვესტორთან უშუამდგომლოს, რათა დასრულდეს დაწყებული პროექტი და მოქალაქეებმა კუთვნილი ბინები მიიღონ.