საპროტესტო აქცია დიდ დიღომში

დიდ დიღომში, სამშენებლო კომპანია „დელუქს დეველოპმენტის“ მენაშენეებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

მოქალაქეები ამბობენ, რომ ისინი ვერ იღებენ კუთვნილ ბინებს და კომპანიის მხრიდან ადგილი აქვს თაღლითურ სქემას. მენაშენეთა ნაწილის ადვოკატის განცხადებით, დაზარალებულებს შიდა ხელშეკრულებები აქვთ გაფორმებული, კომპანია კი აღებულ ვალდებულბებს არ ასრულებს. მენაშენეთა ნაწილის მტკიცებით ფართებს, რომლებიც ხელშეკრულებით მათი საკუთრებაა, საჯარო რეესტრში სხვა მესაკუთრე ჰყავთ. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებას 100-ზე მეტმა ოჯახმა მიმართა, თუმცა დაზარალებულთა რიცხვი გაცილებით დიდია.

კომპანია „დელუქს დეველოპმენტში“ თავდპირველად კომენტარი მედიასთან არ გაუკეთებიათ. მოგვიანებით კი კომპანიის ადვოკატმა განაცხადა, რომ ყველა მენაშშენე აუცილებლა მიიღებს საკუთარ ფართს, კომპანიის წინააღმდეგ კი მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანია მიმდინარეობს.