კომპანია „სვეტის“ მშენებარე კომპლექსთან მენაშენეთა აქცია გაიმართა

სამშენებლო კომპანია “სვეტის” მშენებარე კომპლექსთან  მენაშენეთა აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები  ამავე მისამართზე მიმდინარე მშენებლობაზე არსებულ დარღვევებს და შეჩერებულ სამუშაოებს აპროტესტებენ.

მოქალაქეების თქმით, ალიო მირცხულავას ქუჩაზე, ოთხი კორპუსი  ოჯახებს  2017 წლის დეკემბერში უნდა ჩაბარებოდათ, თუმცა მშენებლობა ისევ საწყისს ეტაპზეა.

1000-მდე ოჯახი, კომპანია “სვეტის” წარმომადგენლებისგან პასუხს ითხოვს და საკითხით დაინტერესებას მერიის შესაბამის სამსახურებს მოუწოდებს. თავად კომპანია “სვეტს” სატელევიზიო კომენტარი არ გაუკეთებია.