სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მენაშენეების მოთხოვნა

მიმდინარე მშენებლობების დასრულებასა და დროულად ჩაბარებას ითხოვენ სამშენებლო კომპანია სვეტის მენაშენეები. მათ დღეს აქცია სამშენებლო კომპანიასთან გამართეს.

მენაშენეები კომპანიას უნდობლობას უცხადებენ და მათი მხრიდან გაცემულ ტყუილ დაპირებებზე საუბრობენ. კომპანიაში აცხადებენ, რომ რიგი რეგულაციების გამო მშენებლობა შეჩერდა, მაგრამ გაგრძელება მალე მოხდება. სამშენებლო კომპანია სვეტს პრობლემები მირცხულავას, ნუცუბიძისა და ჭყონდიდელის პროექტებზე შეექმნა.