მომდევნო თვიდან კომერციული მომხმარებლებისთვის გაზის გადასახადი იზრდება.
ტარიფის ცვლილება თბილისის გარდა რეგიონებში მოქმედ კომერციულ ორგანიზაციებზეც გავრცელდება. მიზეზად გაზის გაძვირება სახელდება. ბიზნესისთვის ტარიფმა ბოლოს დეკემბერში მოიმატა.
შალვა სუმბაძე არკვევდა, გაზრდის თუ არა კომერციული სფეროსთვის ბუნებრივი აირის გადასახადის კიდევ ერთხელ მატება სამომხმარებლო პროდუქტების ფასს.