კომერციული ბანკების წარმომადგენლები მოსამართლეებს შეხვდნენ

კომერციული ბანკების წარმომადგენლები მოსამართლეებს შეხვდნენ. საუბარი გაჭიანურებულ ბიზნესდავებს და პრობლემატურ საკითხებს შეეხო.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ამბობს, რომ სასამართლოების გადატვირთულობა მხოლოდ მოსამართლეების დამატებით მოგვარდება. შეხვედრა სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა.