„კოალიციამ თანასწორობისთვის“ 2021 წლის ანგარიში წარადგინა, რომელიც საქართველოში არსებული სხვადასხვა ჯგუფისთვის დისკრიმინაციისგან დაცვის უფლების განხორციელებას გულისხმობს. კოალიცია 2014 წლიდან შეისწავლის ქვეყანაში ცალკეულ ჯგუფთა უფლებრივ მდგომარეობას და ყოველწლიურ ანგარიშებს ამზადებს. 10-მა მომხსენებელმა ორგანიზაციამ, ანგარიშში ხაზი სხვადასხვა საკითხებს გაუსვა – მათ შორის ანგარიშში საუბარია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სოციალურად დაცვის სისტემაზე, ლგბტ პირთა უფლებების მდგომარეობაზე, ქალთა უფლებებზე, რელიგიაზე, მედიის უსაფრთხოების მდგომარეობასა და სხვა აქტუალურ თემებზე.