კლინიკების შემოწმება მკაცრდება - ცვლილებები კანონპროექტში

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებულ სადავო კანონში კორექტივები შევიდა.

აზარიაშვილის უწყებამ ოპონენტების პრეტენზიები და შენიშვნები ნაწილობრივ გაიზიარა. საქმე ეხება ცვლილებებს, რომელთა მიხედვით რეგულირების სააგენტო უფლებამოსილება ფართოვდება. მარეგულირებელს საავადმყოფოს ნებისმიერ დროს გაუფრთხილებლად შემოწმების უფლება მიეცემა. თუმცა ხმაურიანი განხილვების შემდეგ ერთ-ერთი ჩანაწერი შეიცვალა – კლინიკის მონიტორინგის პარალელურად, მოსამართლის ნებართვა საჭირო ისევ არ იქნება, თუმცა სააგენტომ სასამართლოს სამედიცინო დაწესებულების შემოწმების შესახებ აუცილებლად უნდა აცნობოს. კანონპროექტის ნაწილობრივ კორექტირების მიუხედავად, დოკუმენტი პარლამენტსა და კლინიკურ სექტორში კვლავ მწვავე კრიტიკის საგანია.