კლინიკების საერთაშორისო აკრედიტაცია

2025 წლიდან კლინიკებისთვის ახალი რეგულაცია ამოქმედდება.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დარჩებიან მხოლოდ ის სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც საერთაშორისო აკრედიტაციას წარმატებით გაივლიან. შესაბამის სერთიფიკატებს საერთაშორისო კომპანიები გასცემენ, რომლებიც საავადმყოფოებს რამდენიმე კრიტერიუმით შეაფასებენ. შემოწმდება ინფრასტრუქტურა, პაციენტებთან მიდგომები და კომუნიკაციის ხარისხი, ასევე პაციენტების მოვლის და მათთან ურთიერთობის პროცესი, მოხდება ინფექციების კონტროლიც. მონიტორინგის პროცესი უკვე დაიწყო. მიზანი სამედიცინო სერვისების ხარისხის ზრდა და ჯანდაცვის სისტემის მიმართ ნდობის ამაღლებაა. პროგნოზია, რომ აკრედიტაციის პროცესის დასრულების შემდეგ მცირე კლინიკები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას გამოეთიშებიან.