თბილისში კლიმატის მწვანე ფონდის საბჭოს 37-ე შეხვედრა იმართება. სხდომა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ასევე კლიმატის მწვანე ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გახსნეს. ღონისძიების ფარგლებში, მნიშვნელოვან პოლიტიკურ და ტექნიკურ გადაწყვეტილებებს მიიღებენ, რაც განვითარებად ქვეყნებში ფინანსების გადანაწილების საკითხებს განაპირობებს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც კლიმატის მწვანე ფონდის საბჭოს სხდომა აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, კერძოდ კი, საქართველოში ტარდება.