გერმანიაში ქვანახშირის საბადოს გაფართოების გეგმა გააპროტესტეს. კლიმატის დამცველ აქტივისტებს და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. საპროტესტო აქციაში 6 000-მდე დემონსტრანტმა, მათ შორის შვედმა კლიმატის აქტივისტმა გრეტა ტუნბერგმა მიიღო მონაწილეობა. აქციის მონაწილეებმა დასავლეთ გერმანიაში მდებარე სოფელ ლუცერატისკენ მოაწყვეს მსვლელობა. კლიმატის დამცველი აქტივისტები სოფელში თითქმის ორი წლის განმავლობაში იმყოფებიან. პოლიციამ სოფლის მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელა. აქტივისტები აცხადებენ, რომ ქვანახშირის მაღაროს გაფართოება ბერლინის წარუმატებელი კლიმატის პოლიტიკის სიმბოლოა.