კინოთეატრების მარკეტინგის სამსახური მაყურებელს, რომელიც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ დღევანდელ სეანსზე აპირებს დასწრებას, შენობასთან, უსაფრთხოების მიზნით, 18:00 საათზე მოსვლისკენ მოუწოდებს.
ამასთანავე, მათი თქმით, ვინც გუშინ ვერ შეძლო კინოსეანსზე დასწრება, ბილეთების წარმოდგენის შემთხვევაში, დღევანდელ ჩვენებაზე შესვლას შეძლებენ. ფილმი თბილისისა და ბათუმის ყველა კინოთეატრში ორ სეანსად 8-ის ნახევარზე და 10 საათზე დაიწყება.