კინოთეატრების მარკეტინგის სამსახურის განცხადება

კინოთეატრების მარკეტინგის სამსახური მაყურებელს, რომელიც  ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ დღევანდელ სეანსზე აპირებს დასწრებას, შენობასთან, უსაფრთხოების მიზნით, 18:00 საათზე მოსვლისკენ მოუწოდებს.

ამასთანავე, მათი თქმით, ვინც გუშინ ვერ შეძლო კინოსეანსზე დასწრება, ბილეთების წარმოდგენის შემთხვევაში, დღევანდელ ჩვენებაზე შესვლას შეძლებენ.  ფილმი თბილისისა და ბათუმის ყველა კინოთეატრში ორ სეანსად 8-ის ნახევარზე და 10 საათზე დაიწყება.

 

დატოვე კომენტარი