„და ჩვენ ვიცეკვეთ“ - ფილმის ბოლო საპრემიერო ჩვენება

ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ბოლო საპრემიერო ჩვენება გაიმართება დღეს კინოთეატრ „ამირანში“. ამასთან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ, კინოთეატრში განცხადება გაკეთდა.

მაყურებელს მოუწოდეს, შედარებით ადრე მივიდნენ ფილმის ჩვენებაზე, რომ მათ კომფორტულად შეძლონ დარბაზებში შესვლა. კინოთეატრის ადმინისტრაციაში ასევე აცხადებენ, რომ სამართალცამცველებთან თანამშრომლობის შედეგად, გუშინ ორივე სეანსმა გართულების გარეშე ჩაიარა. შესაბამისად, ადმინისტრაცია საპატრულო პოლიციასთან ერთად, ფილმის ჩვენებაზე მისული მოქალაქეების უსაფრთხოებას დღესაც მაქსიმალურად უზრუნველყოფს.

დატოვე კომენტარი