ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ საპრემიერო ჩვენების მეორე სეანსი გვიან ღამით დასრულდა

ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ საპრემიერო ჩვენების მეორე სეანსი გვიან ღამით დასრულდა. ორივე შემთხვევაში, მაყურებელს პოლიციის კორდონის თანხლებით მოუწია შენობის დატოვება. კინოთეატრებთან მიმდინარე აქციების მიუხედავად, უშუალოდ ჩვენებამ შეფერხების გარეშე ჩაიარა.

რაც შეეხება სურათის მოწინააღმდეგეებს – შეკრებილებმა საღამოს განმავლობაში, სამართალდამცველების ჯაჭვის გარღვევა რამდენჯერმე სცადეს. ისმოდა პიროტექნიკის აფეთქებების ხმაც. „ქართული მარშის“ ლიდერები და მათი თანამოაზრეები, კინოთეატრებთან შეკრებას დღეს საღამოსაც გეგმავენ.